როგორ მუშაობს?

1. სისტემაში რეგისტრაცია

იმისთვის რომ, გახდეთ Leadin-ის ასოცირებული ბროკერი და მოიხმაროთ სერვისი, პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ სისტემაში.

სისტემაში რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ღილაკს “ჩემი გვერდი”, რის შემდგომაც დაინახავთ ღილაკს “რეგისტრაცია”. წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მოგეცემათ წვდომა კომპანიების შეთავაზებებზე და გასაყიდ ბინებზე.

2. გასაყიდი ბინები

უძრავი ქონების კომპანიების გასაყიდი ბინები განთავსებულია “შეთავაზებების” გვერდზე. “შეთავაზებების” გვერდზე თქვენ შეგიძლიათ შეურჩიოთ მყიდველს სასურველი ბინა.

3. მყიდველის მოძიება

მყიდველად ითვლება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ბინის შეძენით. მოიძიეთ მყიდველი, გაარკვიეთ როგორი ბინის შეძენითაა დაინტერესებული და მისი მოთხოვნების მიხედვით შეურჩიეთ შესაფერისი ბინა “შეთავაზებების” გვერდზე.

მყიდველის მოძიების პროცესში თქვენ არ ხართ შეზღუდული. შეგიძლიათ ისინი მოიძიოთ თქვენ გარშემო, ან უშუალო კონტაქტებით, ასევე შეიძლება განავითაროთ მყიდველების მოძიების უნიკალური სტრატეგია და იპოვნოთ ისინი ციფრული არხებით, უძრავი ქონების პლატფორმებით ან ნებისმიერი სხვა გზით.

ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხი. თქვენ მიერ გამოგზავნილი მყიდველები უნდა იყვნენ რეალურად ბინის შეძენით დაინტერესებულები და უნდა ჰქონდეს წარმოდგენა კომპანიის შეთავაზებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მყიდველთან დამყარებული გქონდეთ პირველადი კავშირი.

4. ბინის შერჩევა მყიდველისთვის

მას შემდეგ, რაც გაიგებთ თუ როგორ ბინას ეძებს მყიდველი თქვენ შეგიძლიათ შეურჩიოთ მას მისი მოთხოვნების შესაბამისი ბინა.

“შეთავაზებების” გვერდზე არსებული საძიებო სისტემა გეხმარებათ შეუსაბამოთ კონკრეტული ბინა მყიდველის მოთხოვნებს.

შესაფერისი ბინის შერჩევის შემდგომ მიაწოდეთ მყიდველს ბინის შესახებ ინფორმაცია, ვიზუალური მასალა და ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია რაც ხელს შეუწყობს მყიდველში ბინის მიმართ პოზიტიური ემოციის გაჩენას.

5. მყიდველის გაგზავნა კომპანიასთან

მყიდველის მხრიდან კონკრეტული ბინით დაინტერესების შემდეგ თქვენ აგზავნით მის საკონტაქტო მონაცემებს კომპანიასთან. ამ პროცესში თქვენ სულ რამდენიმე ველის შევსება გიწევთ ვებ-გვერდზე.

პირველ რიგში, “შეთავაზებების” გვერდზე შეარჩიეთ მყიდველის სასურველი ბინა. ამის შემდგომ, კონკრეტული ბინის გვერდზე, მარჯვენა მხარეს, განთავსებულია შესავსები ფორმა, სადაც შეიყვანთ მყიდველის მონაცემებს და დააჭერთ გაგზავნას.

სასურველია მყიდველის შესახებ მაქსიმალურად სრული ინფორმაციის მიწოდება, ეს კომპანიას გაუადვილებს მასთან მოლაპარაკებების პროცესს და გაზრდის ბინის გაყიდვის ალბათობას.

6. გაყიდვის სტატუსის მონიტორინგი

მყიდველის კომპანიასთან გაგზავნის შემდეგ თქვენ აღარ გიწევთ პროცესში ჩართულობა. ამ ეტაპიდან Leadin-ის გუნდი ერთვება საქმეში და ჩვენ ვახორციელებთ ლეგალური თუ საოპერაციო საკითხების მოგვარებას და მონიტორინგს.

თქვენ შეგიძლიათ მშვიდად ადევნოთ თვალი მყიდველსა და კომპანიას შორის მოლაპარაკების სტატუსს. ამისათვის “ჩემი გვერდიდან” დააჭირეთ ღილაკს “გაგზავნილების სტატუსი”, სადაც გამოგიჩნდებათ თქვენ მიერ გაგზავნილი მყიდველების ბაზა და მათი სტატუსები.

მოლაპარაკების სტატუსი ნიშნავს თუ კონკრეტულად რა ეტაპზე არის მყიდველსა და კომპანიას შორის ბინის შეძენის პროცესი. კომპანია ვალდებულია დროის განსაზღვრული პერიოდულობით მიანიჭოს განახლებული სტატუსი თქვენ მიერ გაგზავნილ მყიდველებს.

7. საკომისიოს მიღება

მყიდველსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდგომ თქვენ გერიცხებათ წინასწარ განსაზღვრული საკომისიო. საკომისიოების ნახვა  შეგიძლიათ “შეთავაზებების” გვერდზე.

საკომისიო არის ბინის ღირებულის კონკრეტული პროცენტი (მინიმუმ 1%). მას წინასწარ ადგენს კომპანია და ის შეიძლება იყოს 1%, 2%, 3%, 4% და ა.შ.
საკომისიო გამომდინარეობს ბინის ჯამური ღირებულებიდან და ის შეიძლება იყოს როგორც 1,500 ლარი ასევე 10,000 ლარი.