წესები და პირობები

ტერმინები

„ვებ-გვერდი“ – www.leadin.ge

„კომპანია“ – შპს „ლიდინი“ (ს/კ 405409865)

„მომხმარებელი“ – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდის მომსახურებით და ვერიფიკაციის შემდგომ ვებ-გვერდზე ანთავსებს შესაბამის ინფორმაციას უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების შესახებ

“ასოცირებული ბროკერი” – მომხმარებელი, რომელიც გაივლის ვერიფიკაციას

„კლიენტი“ – სამშენებლო კომპანია, რომელიც ყიდის უძრავ ქონებას და ეს უძრავი ქონება განთავსებულია ვებ-გვერდზე კომპანიასთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე

1. ვებ-გვერდი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, გახდეს უძრავი ქონების ბროკერი და დააკავშიროს უძრავი ქონების გამყიდველი (კლიენტი) უძრავი ქონების მყიდველთან, ბინის გაყიდვის შემთხვევაში კი სანაცვლოდ მიიღოს უძრავი ქონების ღირებულებიდან საკომისიო.

2. ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისთვის აუცილებელია, მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია, დაეთანხმოს ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ხოლო შემდგომ დაელოდოს კომპანიის მხრიდან ვერიფიკაციას.

3. რეგისტრირებული მომხმარებელი ხდება ასოცირებული ბროკერი მხოლოდ კომპანიის მხრიდან ვერიფიკაციის შემდგომ. კომპანია იტოვებს უფლებას, რეგისტრირებულ მომხმარებელს არ მიანიჭოს ასოცირებული ბროკერის სტატუსი.

4. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და ინფორმაციის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.

5. ასოცირებული ბროკერი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის მიერ გამოგზავნილი ბინის პოტენციური მყიდველის პერსონალური მონაცემების გავრცელებაზე.

5.1 მას შემდეგ რაც ასოცირებული ბროკერი გააგზავნის მყიდველის მონაცემებს, მყიდველს ეგზავნება ინფორმაციული ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც მყიდველს აცნობებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები იგზავნება ბინის შეძენასთან დაკავშირებით.

5.2 მყიდველთან გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ერთვის ბმული, რომელიც მყიდველს აძლევს საშუალებას გააუქმოს მისი მონაცემების დამუშავება და ბმულზე დაჭერით დაუყოვნებლივ შეაჩეროს და წაშალოს მისი პერსონალური მონაცემები მონაცემთა ბაზიდან.

5.3 იმ შემთხვევაში თუ, მყიდველმა მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში არსებული ბმული, მასზე დაჭერით გააქტიურა, მისი მონაცემები წაიშლება და შესაბამისად გამოგზავნილი მყიდველი იქნება ბათილად ცნობილი.

6. ასოცირებული ბროკერი ვალდებულია, ჰქონდეს კომუნიკაცია ბინის პოტენციურ მყიდველთან მისი მონაცემების გაგზავნამდე.

7. კომპანია პერსონალურ ინფორმაციას ამუშავებს მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და იმ მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია კომპანიის საქმიანობის განსახორციელებლად და მისი ადეკვატური და პროპორციულია.

კომპანია პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე; კომპანია უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა ისეთ უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემს მომხმარებელი.

ამასთან, კომპანიის დასაქმებულები და კონტრაქტორები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული გამჟღავნებისაგან თავის შეკავების ვალდებულებით. გარდა ამისა, სპეციალურ პროგრამაზე არსებული ლოგირების სისტემის მეშვეობით, მომხმარებელთა თუ ბინის პოტენციურ მყიდველთა პერსონალური ინფორმაცია დაშტრიხულია.

კომპანია იყენებს უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან განზარახი უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან გამოყენებისაგან.

კომპანიის მიერ ხდება რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება. კერძოდ:

1)         მომხმარებლების ან/და ასოცირებული ბროკერების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია კომპანიასა და ბროკერს შორის ურთიერთობის არსებობისთვის და რომელსაც კომპანია ღებულობს უშუალოდ მათგან. ეს ინფორმაცია მოიცავს: სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას. გარდა ამისა, კომპანიაში მუშავდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ბროკერის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად და მოიცავს: განსახორციელებელ და განხორციელებულ გადახდებს, საბანკო რეკვიზიტებს. მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შეთხვევებში.

2)         პოტენციური ბინის მყიდველების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც კომპანია ღებულობს მომხმარებლისგან. ეს ინფორმაცია მოიცავს: სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელსა ან/და პოტენციური ბინის მყიდველს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე – მუხლი 21 (1); მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება – მუხლი 22 (1); უარი განაცხადოს მის მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება – მუხლი 25 (1); ნებისმიერ დროს, მოითხოვოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა – მუხლი 8 (4). მომხმარებელს კანონმდებლობით მინიჭებული აღნიშნული უფლების განხორციელება შეუძლია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

8. თუ ორმა სხვადასხვა ასოცირებულმა ბროკერმა ვებ-გვერდის საშუალებით გააგზავნა ერთი და იგივე ბინის პოტენციური მყიდველის მონაცემები, უპირატესად ითვლება ის, ვინც გააგზავნა პირველმა.

9. თუ ასოცირებული ბროკერის მიერ გაგზავნილ ბინის პოტენციურ მყიდველთან ჩვენს კლიენტს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ბოლო 1 თვის განმავლობაში, კლიენტი არ გადაიხდის საკომისიოს (რომელიმე კლიენტმა შეიძლება დაადგინოს აღნიშნული ერთთვიანი ვადისგან განსხვავებული ვადა, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე)

10. თუ კლიენტს  ვებ-გვერდზე განთავსებული აქვს კონკრეტული პირობები (მაგალითად, საკომოსიო არ გაიცემა, თუკი ბინის მყიდველი პირველად შენატანად არ შეიტანს ბინის ღირებულების 30%-ზე ნაკლებს და აშ.) და ეს პირობები არ შესრულდა, კომპანია საკომისიოს არ გადაიხდის.

11. თუ  კლიენტს  არ სურს უძრავი ქონების ვიზუალური მასალის ან მის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული გზებით გავრცელება (მაგალითად, არ სურს, რომ რომელიმე ბროკერმა მყიდველების მოზიდვა აწარმოოს ფეისბუქის მეშვეობით), ბროკერი ვალდებულია, შეასრულოს ეს პირობა.

12. თუ ასოცირებული ბროკერი ვებ-გვერდის მეშვეობით გააგზავნის დიდი რაოდენობით ინფორმაციას ისეთი პირების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ ბინის პოტენციურ მყიდველებს და ეს გამოიწვევს კლიენტის  გაღიზიანებას, ასოცირებულ ბროკერს შეუწყდება ვებ-გვერდზე წვდომა.

13. კომპანიას აქვს უფლება, მისი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს მომხმარებელს ლიდინის სისტემაზე (ვებ-გვერდზე) წვდომა და შეუჩეროს მას ბროკერის სტატუსი.

14. ვერიფიკაციის შემდგომ, ასოცირებულ ბროკერს წარმოეშვება ვალდებულება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ურთიერთობა კომპანიის კლიენტებთან დაამყაროს ექსკლუზიურად კომპანიის (ლიდინის) ვებ-გვერდის  მეშვეობით. თუ ასოცირებული ბროკერი ეცდება ლიდინის პლატფორმის გვერდის ავლით, კომპანიის კლიენტთან კომუნიკაციას ან/და მიაწვდის მას ბინის მყიდველის შესახებ ინფორმაციას, კომპანიას შეუძლია დააკისროს ასოცირებულ ბროკერს ჯარიმა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 2%-ის ოდენობით

15. ბინის გაყიდვის შემთხვევაში ასოცირებულ ბროკერს საკომისიო ერიცხება 14 სამუშაო დღის ვადაში მას შემდეგ, რაც კლიენტი კომპანიას ჩაურიცხავს საკომისიოს (საკომისიო ირიცხება კომპანიაში და კომპანია ახდენს ანგარიშსწორებას ბროკერთან) ძირითადად კლიენტის მიერ თანხის ჩარიცხვა ხდება თვის ბოლოს

16. ბინა გაყიდულად ითვლება თუ კომპანიის კლიენტსა და პოტენციურ მყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის, წინარე ნასყიდობის ან მასთან გათანაბრებული ხელშეკრულება და პოტენციურმა მყიდველმა გადაიხადა ბინის ღირებულების საფასური ან საფასურის ნაწილი (დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეთანხმება ექნება კლიენტთან მყიდველს)

17. ასოცირებული ბროკერი რეგისტრაციისას ვალდებულია შეიყვანოს მის შესახებ ზუსტი ინფორმაცია (პირადი ნომერი, საკონტაქტო ნომერი და ა.შ.)

18. ასოცირებულმა ბროკერმა აუცილებლად მისი პირადი საბანკო ანგარიში უნდა მიუთითოს ანგარიშსწორებისთვის.

19. ასოცირებულმა ბროკერმა თავი არ უნდა წარმოაჩინოს ან/და მიუთითოს, რომ კომპანიის კლიენტის წარმომადგენელია, არ უნდა გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია პოტენციურ მყიდველებთან სარგებლის მიღების მიზნით.

20. ასოცირებულმა ბროკერმა არ უნდა სცადოსკომპანიისა ან/და კლიენტისთვის რეპუტაციის შელახვა.

21. ყველა გადასახადი (საშემოსავლო, საპენსიო და ა.შ.) გადახდილი იქნება ასოცირებული ბროკერის საკომისიოდან. ანუ, თუ იღებს ბროკერი ბინის 2%-ს, საშემოსავლო გადასახადი გადახდილი იქნება ამ 2%-დან.

22. ბროკერისთვის გადასახდელი საკომისიოს ოდენობა/პროცენტულობა განთავსებულია ვებ-გვერდზე შესაბამისი უძრავი ქონების მიხედვით. შესაძლებელია, რომ ვებ-გვერდზე მითითებული საკომისიო არ დაემთხვეს საბოლოოდ მისაღებ საკომისიოს. ეს შეიძლება გამოიწვიოს კურსთა შორის სხვაობამ, ან კლიენტი და ბინის მყიდველი ბინის ნასყიდობის უფრო ნაკლებ ფასზე შეთანხმდნენ (შესაბამისად,პროპორციულად დაიკლებს საბოლოო საკომისიოს ოდენობაც), ან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი მიზეზით.

23. ასოცირებული ბროკერის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით კლიენტთან გაგზავნილი ბინის პოტენციური მყიდველის მონაცემები ძალაშია 1 თვის ვადით. თუ ბინის მყიდველმა არ შეიძინა 1 თვეში ბინა და შეიძინა 3 თვეში, ასოცირებული ბროკერი აღარ მიიღებს საკომისიოს. ამ შემთხვევაში საკომისიოს მისაღებას ასოცირებულმა ბროკერმა ხელახლა უნდა გამოაგზავნოს მონაცემები. თუ 1 თვის შემდგომ სხვა ბროკერი გამოაგზავნის იმავე მონაცემებს, საკომისიოს მიიღებს სხვა ბროკერი.

24. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.